27 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უძღვებოდა.
სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირსეული გამარჯვება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება, სადაც, საქართველოს ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას.