საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ნოვრუზ ბაირამი 2024
მარნეულში ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული აღინიშნა
დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილი იქნა: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
მოეწყო სახალხო სეირნობა, თეატრალიზებული მსვლელობა და პერფორმანსები, ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა სიმბოლურად კოცონიც აანთეს.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა ნოვრუზის შესახებ პერფორმანსი წარმოადგინეს.
ასევე, გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში და მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება აშუღი თინა ნარგილეს, ადგილობრივი შემსრულებლების, დუეტი ლეონის და მოწვეული მომღერლის, ვეფა შერიფოვას კონცერტით დასრულდა.