საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჯანდარის საჯარო სკოლაში
ქალაქ მარნეულში, ჯანდარის საჯარო სკოლაში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.
დღესასწაულის ფარგლებში, მოსწავლეების მიერ შესრულდა ნაციონალური ცეკვები, სიმღერები და თეატრალური პერფორმანსები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული ტკბილეულის კუთხე, გაიმართა კოცონის ანთების ცერემონია.
ღონისძიებას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.