საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ სადახლოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა

19 მარ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი, როვშან ისკანდაროვი და საკრებულოს წევრი, აიაზ ხუდიევი ესწრებოდნენ.

 დღესასწაულის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ნომრები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული ტკბილეულის კუთხე, მოეწყო ძაფის დართვისა და „ფეტირის“ მომზადების მასტერკლასები, სპორტული აქტივობები, ტრადიციულად აინთო ცეცხლი.

 სადღესასწაულო ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომზადებული ნაციონალური ცეკვებით, სიმღერებითა და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდა.

სხვა სიახლეები