საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გზის მოასფალტების სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე

13 მარ, 2024

ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოასფალტების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს შედეგები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 1 710 გრძივი მეტრი გზის სავალი ნაწილის დაგებას, ტროტუარებისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობას მოიცავს.

სხვა სიახლეები