საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში
ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ 8 მარტი მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ და „ავერსის“ კლინიკების სამედიცინო პერსონალს ასევე, პაციენტებს მიულოცეს.
ქალთა საერთაშორისო დღე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ დიასახლისებსაც მიულოცეს.
ყვავილების თაიგული და მისალოცი ბარათი მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალბატონებს, მერის მოადგილემ ზურაბ ფანგანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გადასცეს.