საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი მარნეულში

04 მარ, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდნენ.

 მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ნიდერლანდების თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

სხვა სიახლეები