საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

3 მარტი

03 მარ, 2024

დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, პირველ მოადგილესთან, როინ დეკანოიძესთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედები მოინახულა და 3 მარტი მიულოცა.

„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შვილების წარმატებით სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეს”-მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

სხვა სიახლეები