საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024 დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო შეხვედრები ხოჯორნის, წერაქვის, ქუთლიარის და კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გაიმართა.
სოფელ ხოჯორნში გამართულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ.
პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები/კონსულტაციები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ბრძანება - ბ32. 322401711 საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა გამართეს და დასაფინანსებელი პროექტები ადგილზე შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარია გამოყოფილი.