საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში
ქალაქ მარნეულში, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში გაიმართა, რომელშიც 2008-2009 წლებში დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. აღსანიშნავია, რომ მოკრივე გოგონამ ნარმინ ბაირამოვამ 48 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ზურაბ ქველაძე 42 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლაშა ხუცაიძე, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.