საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

„გადაჭრილ გორაზე“ მუზეუმის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

22 თებ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლის ტერიტორიაზე- „გადაჭრილ გორაზე“ მუზეუმის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

 მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

 სამუზეუმო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობის პირველ ეტაპზე, მონტაჟდება საყრდენები და გადახურვის ძირითადი კონსტრუქცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 842 022 ლარს შეადგენს.

 შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირის გადაჭრილ გორაზე 2015 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი.

 კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა.

სხვა სიახლეები