საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი და შპს,, საქართველოს მელიორაციის" ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი დავით კიკოლაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში მონოლითური რკინა-ბეტონის 2.5 კმ სიგრძის მართკუთხა კვეთის არხი და ჰიდროტექნიკური ნაგებობები: წყალგამშვებები, სამანქანე და საფეხმავლო გადასასვლელები, მოეწყობა.
ჩატარებული სამუშოების შედეგად 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი, მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.
პროექტის ღირებულება 4,4 მლნ ლარს შეადგენს და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.