საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განრიგის მიხედვით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამ ეტაპზე, კონსულტაციები 12 ადმინისტრაციული ერთეულის 54 სოფელში ჩატარდა. მოქალაქეების მიერ შეირჩა მათთვის პრიორიტეტული პროექტები.
შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რიჩარდ გიგანი ესწრებოდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები/კონსულტაციები 12 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვალს დასრულდება.
2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 232 000 ლარი.