საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

„კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პროექტის პრეზენტაცია

20 თებ, 2024

 ქალაქ მარნეულში კოლეჯ „მოდუსში“, პროექტის, „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

  პროექტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მიზნად კოლეჯში და მუნიციპალიტეტში ინკლუზიური გარემოს შექმნას, კარიერული მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებას ისახავს.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროფესიულ განათლებაში ჩართული ახალგაზრდა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯში საბავშვო ოთახი მოეწყო, რომელიც შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

 „კარიერული მხარდაჭერა თანასწორობისთვის“, 15 თვიანი პროექტია, რომელიც მოიცავს ტრენერთა ტრენინგის პრინციპით, 20 კარიერული კონსულტანტის გადამზადებას კარიერული და პროფესიული ორიენტაციის და გოგონათა განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

 ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, აშშ-ის ელჩის მოადგილე ალან პერსელი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი კახა ერაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები