საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ ყიზილაჯლოს სპორტული კომპლექსი

17 თებ, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სასწავლო წვრთნას დაესწრნენ.

 სპორტსმენებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი შეხვდნენ.

 ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტული კომპლექსი 40 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

  კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. შენობის ჯამური ფართი 1 157 კვადრატული მეტრია.

  აღსანიშნავია, რომ კომპლექსი კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ აშენდა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა.

 სპორტსმენებთან შეხვედრას, ასევე, მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი და მისი მოადგილე ზაზა დავაძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები