საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.