საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სოფელ სადახლოში გამართულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი ესწრებოდნენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, მოისმინეს სოფლის საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.
დღეს, პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები/კონსულტაციები სადახლოს, კასუმლოს და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა.
2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარი გამოიყო.