საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

14 თებ, 2024

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

 რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანს და წერაქვს შორის მდებარეობს. იწყება სოფელ შაუმიანთან, გაივლის სოფელ ახკულას, სიონს და მთავრდება სოფელ წერაქვთან.

 გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ - საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების და გასაჩერებელი მოედნების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სხვა სიახლეები