საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

12 თებ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო.

დღეს, პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები/კონსულტაციები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ბრძანება - ბ32. 322401711 საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა კასუმლოს, კაჩაგანის და ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გამართეს.

სოფელ კასუმლოში გამართულ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ესწრებოდა.

კრებებზე ადგილობრივებმა დასახლებების მიხედვით განსაზღვრეს, თუ რა ტიპის პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს მათ სოფლებში.

2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 232 000 ლარი.

სხვა სიახლეები