საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პირველი საერთაშორისო ფორუმი

08 თებ, 2024

„კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული ღონისძიებაზე 10 ქვეყნის დელეგაცია და სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. ფორუმი ცენტრალური და მასპინძელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების გამოსვლებით გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშიბატონი ანდრიუს კალინდრა და ნიდერლანდების სამეფოს ფონდი „კავკასიის“ მდივანმა ჰენდრიკ მენნო ვან უილიამ სილფჰაუტმა, მიმართეს.

სპიკერებმა მარნეულიდან და საგარეჯოდან, სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს.

მოეწყო „კულტურის, ღვინის და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ პრეზენტაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ წარადგინა. ასევე, პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო ექსპერტებმა და მომხსენებლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმის მიზანს ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ფორუმის ორგანიზატორი და მხარდამჭერია მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, კოორდინირებას კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიურო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრა“ უწევს.

სხვა სიახლეები