საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საერთაშორისო ფორუმი - მეორე დღე
„კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში საერთაშორისო ფორუმში მონაწილე სტუმრებს უცხოეთიდან, ღონისძიების მეორე დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა ფორუმის მასპინძელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, კაკაბეთის რურალური ცენტრი, ჩირის გადამამუშავებელი ქარხანა, ნინოწმინდის მონასტერი და სოფელ მანავში გიუაანის მეღვინეობა დაათვალიერეს. მონაწილეობა მიიღეს პურის ცხობის და ხინკლის მომზადების მასტერკლასში. სპეციალურად მათთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა.