საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ტრენინგი გლობალური ურბანიზაციის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.
შვეიცარიელმა ტრენერმა, Მოძრაობა ევროპის სულისთვის სტრატეგიული ჯგუფის წევრმა, ივ მეტლერმა მარნეულელ მოსწავლეებთან შემეცნებითი სამუშაო შეხვედრა გლობალური ურბანიზაციის პროცესების თემაზე ჩაატარა.
ივ მეტლერის საქმიანობის მიზანი დღევანდელი გლობალური ურბანიზაციის პროცესების გაანალიზებაა. 2003 წლიდან იგი ავითარებს კვლევისა და ხელოვნების პრაქტიკას ურბანული ადგილების გარშემო, სახელწოდებით „ევროპის მოედანი“.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე ესწრებოდნენ.