საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

02 თებ, 2024

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა. ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება.

ხიდზე მოძრაობა სრულად ორშაბათს, 5 თებერვალს, აღდგება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება ხიდის ქვეშ ინფრასტრუქტურა.

სხვა სიახლეები