საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პუშკინის ქუჩა მოასფალტდა

29 იან, 2024

ქალაქ მარნეულში, პუშკინის ქუჩაზე გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სამუშაოები, მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. პროექტის შესაბამისად წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის შემდეგ, ეტაპობრივად მოწესრიგდება ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების სისტემა და ქუჩებზე წყლის სისტემების მოწესრიგების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად მოასფალტდება აღნიშნული გზები.

სხვა სიახლეები