საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ფორუმი ბოლნისში

24 იან, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, ბოლნისის მუზეუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელ ფორუმზე “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” მიიღო მონაწილეობა.

 ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსია გაიმართა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებს შორის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

 ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით შექმნილი აგროცენტრი დაათვალიერეს და ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ქართულ-გერმანული ღვინის სახლი მოინახულეს.

სხვა სიახლეები