საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ალილო მარნეულში
მარნეულში ტრადიციული საშობაო სადღესასწაულო მსვლელობა ალილო გაიმართა.
მსვლელობა, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი უძღვებოდა.
საზეიმო მსვლელობაში მარნეულის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, სასულიერო პირები, ეკლესიის მრევლი და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ნობათის შესაგროვებლად ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ინიციატივით ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.