საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საახალწლო ღონისძიება 2024
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას „ახალი წლის დღეები“ უმასპინძლა.
მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა: ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. გარდა ამისა, საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად მოწყობილი იყო სივრცე. სანტამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ შეკრებილ მოქალაქეებს სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
საღამო ღამის შოუს ბენდის კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
#ახალიწლისდღეები2024