მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის „ახალი წლის დღეები“ მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
დამონტაჟდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები, განთავსდა თემატური ინსტალაციები, ეწყობა სცენა.
ღონისძიება, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათიდან დაიწყება და წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა.
ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი.
საღამო ღამის შოუს ბენდის კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში!