საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

22 დეკ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

 გადაცემის ცერემონიაზე 2021-2022 წლის 48 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით, ხოლო 19 მოსწავლე ოქროსი და 12 მოსწავლე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

 ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები