საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტის მორიგი საჯარო განხილვა

21 დეკ, 2023

მარნეულის მერიაში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ გახსნეს.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საჯარო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მედია და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები