საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია

20 დეკ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

დეკემბრის თვეში უამინდობის გამო, შეფერხდა ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის გამოც წინასწარ განსაზღვრულ თარიღში ვერ მოხდა ხიდის გახსნა.

გაცნობებთ, რომ სამუშაოები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა, ეწყობა ხიდის სავალი ნაწილი, რომელზეც მომავალი კვირიდან აღდგება საავტომობილო მოძრაობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქში შექმნილი საცობების განსამუხტად, საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ რკნიგზის ხაზზე ალტერნატიული სამანქანო გადასასვლელი მოეწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის!

სხვა სიახლეები