საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილებით მარნეულს 4 ახალი ავტობუსი გადაეცა

14 დეკ, 2023

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს 4 ახალი „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი გადაეცა.

 ქალაქ რუსთავში გამართულ, რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ესწრებოდა.

 მარნეულში ახალი ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებებით, სატრანსპორტო პოლიტიკის და მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად განისაზღვრება. EURO 5-ი სტანდარტებით აღჭურვილი, 8-მეტრიანი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, მისი მოადგილეები: მერაბ გამყრელიძე და ზვიად ჭუნაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

 აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც 49 მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

სხვა სიახლეები