საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გამოჩენილი მარნეულელი აშუღის ნურადდინ კასუმლის 85 წლის იუბილე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში გამოჩენილი აშუღის ნურადდინ კასუმლის 85 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აშუღის ოჯახის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ორგანიზებით და მარნეულის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაზე გაიხსენეს აშუღის შემოქმედება, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. ადგილობრივმა აშუღებმა, მარნეულის კულტურის ცენტრის ქართული ხალხური საკრავების სტუდიამ და კასუმლოს სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.