საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალს მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი, განათლების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო -შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ასევე, მოეწყო მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია.