საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

თვითმმართველობის ინიციატივით სოფელ მარადისში საერთო კრება გაიმართა

09 დეკ, 2023

 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით სოფელ მარადისში დასახლების საერთო კრება გაიმართა.

 საერთო კრებაზე განსახილველი საკითხები იყო: ნარჩენების მართვა, გამწვანება და სოფილს მოსახლეობისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხი.

 მოსახლეობამ კენჭისყრის საფუძველზე, არსებული მიმართულებებიდან მათთვის პრიორიტეტული სამი საკითხი აირჩია:

• მინი კომბინირებული სტადიონის მოწყობა;
• სოფლის ქარსაცავი ზოლის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება;
• სოფლის ეკო-კლუბის ტექნიკური აღჭურვა და მოსახლეობაში გარემოს დაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

 საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 აღსანიშნავია, რომ კრების დასრულების შემდეგ გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

სხვა სიახლეები