საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მარნეულში

08 დეკ, 2023

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაადრევი ქორწინების, ქორწინების იძულებისა და ფემიციდის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი უწყების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის გენდერული საბჭოს, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

სხვა სიახლეები