საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

06 დეკ, 2023

მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში არსებული ზოგადი მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.

დისკუსია სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს შეეხო. აღსანიშნავია რომ შეხვედრაზე სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა 9 დეკემბერს სოფელ მარადისში დაგეგმილ მოსახლეობის საერთო კრებაზე.

სხვა სიახლეები