საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვის რესპუბლიკაში

01 დეკ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის და სხვა სექტორული მიმართულებებში გულისხმობს.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქის მერთან და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელთან.

ლიეტუვაში მარნეულის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი, ვუგარ გადიმოვი და მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ეკატერინე ერაძე.

სხვა სიახლეები