საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მონაწილეობის სამოქმედო გეგმის განხილვა

17 ივნ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, USAID-ის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის“ ფარგლებში, შეიმუშავა მოქალაქეთა მონაწილეობის სამოქმედო გეგმა 2024-2025, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას და გამოვლენილ გამოწვევებს.

სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებას.

იმისათვის, რომ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, როგორ გავაუმჯობესოთ მოქალაქეთა ჩართულობის გეგმა და მონაწილეობითი მიდგომები მუნიციპალიტეტში, გიზიარებთ სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას.

გთხოვთ გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტს და წარმოგვიდგინეთ თქვენი იდეები: წერილობითი ფორმით, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ ბმულზე და 24 ივნისის  ჩათვლით მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები;

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

თამარ კიპაროიძე - 599 756 595

სხვა სიახლეები