საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
უსინათლოთა კავშირის მარნეულის ბენეფიციარებს ხმოვანი წნევის და გლუკომეტრის აპარატები გადაეცათ
მარნეულის მერიამ, შშმ პირთა საბჭოზე მომართვის საფუძველზე, უსინათლოთა კავშირის მარნეულის ბენეფიციარებისთვის ხმოვანი 10 წნევის და 5 გლუკომეტრის აპარატი შეიძინა.
მარნეულის მერიამ, შშმ პირთა საბჭოზე მომართვის საფუძველზე, უსინათლოთა კავშირის მარნეულის ბენეფიციარებისთვის ხმოვანი 10 წნევის და 5 გლუკომეტრის აპარატი შეიძინა.
ბენეფიციარებს აპარატურა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, შშმ პირთა საბჭოს თავმჯდომარე თემურ შუბითიძემ და ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გადასცეს.
ამასთან, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობისთვის სატრანსპორტო საშვები დაურიგდათ.
შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მარნეულში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და უსინათლოთა კავშირის წევრები, ასევე, მარნეულში მცხოვრები სმენადაქვეითებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.