საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ქვემო ქართლში
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაცია, რომელიც არის ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარებაში და პასუხისმგებელია ჩინეთის მთავრობის პოლიტიკაზე ეთნიკურ საკითხებში.

დელეგაციის მხრიდან გამოითქვა სახელმწიფო უწყებებთან სამუშაო შეხვედრის გამართვის სურვილი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, შემდგომი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით გამართულ შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.