საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ჯავახიშვილობა 2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯავახიშვილობა 2023“ გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯავახიშვილობა 2023“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმი, მოესმინათ მინი ლექცია თემაზე „ფრაგმენტები მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობიდან“. ეზოში წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის ამსახველი იმიტირებული ლიტერატურული სალონების დეკორაციები, ასევე პერფორმანსი, სპექტაკლი „მზერა მომავალში“ „კვაჭი კვაჭანტირაძისა“ და „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით.
„ჯავახიშვილობა 2023-ს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მწერალთა კავშირის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება, ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს ძეგლი.