საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მაარიფის სკოლა გაიხსნა
დღეს, მარნეულში „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა“ ოფიციალურად გაიხსნა.
დღეს, მარნეულში „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა“ ოფიციალურად გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. შენობა აღჭურვილია ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკა-მედიათეკით, ობსერვატორიით და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს და თურქეთის პარლამენტების და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.