საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ, აზერბაიჯანის მე-2 ეროვნული ურბანულ ფორუმს დაესწრო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ, აზერბაიჯანის მე-2 ეროვნული ურბანულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებოდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ და გაეროს მოგვარების პროგრამის (UN-HABITAT) აღმასრულებელმა დირექტორმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის მე-2 ეროვნული ურბანული ფორუმი წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში ურბანიზაციის პროცესების განსახილველად.
ფორუმის თემატიკას წარმოადგენდა „მდგრადი ქალაქები, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა უთანასწორობასთან ბრძოლაში“ და მისი მიზანია ერთიან სივრცეში შეკრიბოს ურბანული დაგეგმარებაში ჩართული პირები, მკვლევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, წარმოაჩინოს უახლესი მიღწევები მდგრადი ურბანული მიმართულებით და ხელი შეუწყოს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი ვიზიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის დამეგობრებულ შამქირის რაიონის მერს ელშატ ტაკიევს შეხვდა.