საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლიეტუვის ოფიციალური დელეგაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში
დელეგაციას მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის ქალაქ ვილკავიშკისიდან, დელეგაცია იმყოფებოდა.
დელეგაციას მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო მარნეულის და ვილკავიშკისის დამეგობრების პერსპექტივას. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.
სტუმრებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკა, მარნეულის №3 ბაგა-ბაღი და წისქვილკომბინატი დაათვალიერეს. ასევე, ესტუმრნენ ქალაქ ბოლნისს.
დელეგატები მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სპეციალურად მათთვის ადგილობრივი შემსრულებლების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ.