საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება
ქალაქ მარნეულში, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
ქალაქ მარნეულში, 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
სამუშაო პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარები. პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშოები.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება და ეტაპობრივად დასრულდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულების შემდგომ 24 საათიანი წყალმომარაგებით 22 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
სამუშაო პროცესს ასევე ადგილზე გაეცნენ რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.