საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულიდან გურიაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

12 სექ, 2023

სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გურიაში ერთდროულად გაიგზავნა.

სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გურიაში ერთდროულად გაიგზავნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ჰუმანიტარული ტვირთის მერიაში მობილიზების პროცესს, ადგილზე გაეცნენ. 

თანხა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო და პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების შეძენას მოხმარდა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში სტიქიური მოვლენების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.

სარეზერვო ფონდიდან გამოვყავით თანხა ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად, რომელიც გაიგზავნა გურიის რეგიონში.

მარნეულის მუნიციპალიტეტი თანადგომას უცხადებს სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

სხვა სიახლეები