საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში საჯარო ლექცია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საქართველოს ისტორიის თემატიკაზე საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ეკატერინე კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში საქართველოს ისტორიის თემატიკაზე საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ეკატერინე კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
ლექციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ლექცია, „ღვთისმშობლის წილხვედრილობის" ხატის ასლის მსვლელობის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.