საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

31 აგვ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიის წარმოება - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25-70 წლის ასაკობრივი კატეგორიის ქალებისთვის, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების შესახებ ინფორმირებულობა და ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა.

პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს HEKS-EPER Georgia ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით.

სხვა სიახლეები