საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

23 აგვ, 2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ქალაქ კოსტანაის და კოსტანაის   ოლქის ნაურზუმის რაიონის აკიმატის ხელმძღვანელ პირებთან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ქალაქ კოსტანაის და კოსტანაის   ოლქის ნაურზუმის რაიონის აკიმატის ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კოსტანაის დამეგობრების პერსპექტივას, რეგიონებს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებების გაზიარებასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ დელეგაცია კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთიდან ემიგრანტის, მამედ ოჯახვერდიევის ხსოვნის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას სხავადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძეც ესწრებოდა.

მამედ ოჯახვერდიევს ყაზახეთში მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი ასევე გახდა კოლმეურნეობა „გიგანტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისმა ვაჟებმა განაგრძეს მამის საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ოჯახვერდიევების საწარმო ATAMEKEN DOS, რომელიც ყაზახეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს კორპორაციაა, მისი ნაწარმი კი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.

დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს წარმომადგენელი ვუგარ გადიმოვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე.

სხვა სიახლეები